გააზიარე:

შემოდგომის ფესტივალი

ჩვენმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, საშემოდგომო ჟრიამული ერთ დიდ, კეთილ საქმედ გადააქციეს და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. შემოდგომის ფესტივალში მთელი სასკოლო საზოგადოება – მასწავლებლები, საფეხურის ხელმძღვანელები, მშობლები, აქტიურად ჩაერთო.

გამოფენა-გაყიდვაზე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი სათამაშოები, სასკოლო ნივთები და ნუგბარი იყიდებოდა. შეგროვილი თანხით კი თანატოლებისთვის შეიძინეს სათამაშოები და სასწავლო ნივთები.

საშემოდგომო ფესტივალი უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა და აკადემიის ყველა წევრის ერთ-ერთი საყვარელი ღონისძიებაა.