ბრიტანულ-ქართული აკადემია ეძებს გუნდის ახალ წევრს გრაფიკული დიზაინერი პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
- პოლიგრაფიული მასალებისთვის საბეჭდი ფაილის მომზადება;
- ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
- გრაფიკული ილუსტრაციების შექმნა;
- ფოტოების დამუშავება;
- შიდა/გარე ციფრული არხებისთვის საჭირო ვიზუალური და ტესტური მასალების მომზადება;
- საინტერესო და კრეატიული ვიზუალური მასალების მოფიქრება, მომზადება;
- დიზაინის მიმართულებით არსებული ტრენდების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია გრაფიკული დიზაინის მიმართულებით)
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- პროგრამული ინსტრუმენტების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator
- ინგლისური ენის (C1 დონე) ცოდნა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
აპლიკაციის მიღების პროცედურა:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ პორტფოლიო, CV ან/და შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 10 ნოემბრისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება “გრაფიკული დიზაინერი“. გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.
ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.
თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.