ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, თვეში ერთხელ, ყველანი ერთად ვიკრიბებით ასამბლეის ჩატარების მიზნით. თითოეული ასამბლეა უკავშირდება კონკრეტულ საკითხს, რაც შეიძლება იყოს: ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის, კომპიუტერული მეცნიერების, წიგნის კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიება. ასევე, ასამბლეის მეშვეობით ვზეიმობთ ჩვენს საერთო წარმატებას და მოსწავლეები ჯილდოვდებიან პერსონალური და ჯგუფური დამსახურებების შესაბამისად. ასამბლეების ყველაზე მნიშვნელოვანი დატვირთვა კი სასკოლო საზოგადოების ერთიანობის განცდის განმტკიცებაა.
სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობას ეძლევათ. ასეთი ღონისძიებები გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და საზეიმო განწყობით. მათი ჩამონათვალი კი გახლავთ: პროფესიონალურ სცენაზე დადგმული მიუზიკლები და სპექტაკლები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, კულტურული მრავალფეროვნების კვირეულები, მათ შორის მოსწავლეების ინიციატივით დაგეგმილი და განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიება.
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მეგობრული გარემოა, სადაც მოსწავლეებს შემოქმედებით სასწავლო პროცესში მონაწილეობა ყოველდღე უხარიათ.
ლალი გელაშვილი