ბრიტანულ-ქართული აკადემია დინამიკური და შთამაგონებელი ადგილია, სადაც თითოეულ მოსწავლეს საკუთარი ინტერესებისა და უნარების გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა ეძლევა. სიხარულით გეპატიჟებით თითოეულ მშობელსა და მოსწავლეს აკადემიის მიმზიდველ, თანამედროვე დიზაინის მქონე კამპუსში, რათა თავად დაათვალიეროთ ენერგიული, სწავლისადმი სიყვარულით და ენთუზიაზმით გაჯერებული სასწავლო გარემო.
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მოსწავლეთა მიღება ხდება თავისუფალი ადგილების გათვალისწინებით. აკადემიაში მოსწავლეთა ჩარიცხვისას აკადემია ხელმძღვანელობს წინასწარ განსაზღვრული პროცედურები, მათ შორის, გასაუბრება პირველკლასელებთან და ტესტირება II-XII კლასებში ჩარიცხვის მსურველებისათვის. გასაუბრებისა და ტესტირების მიზანია მოსწავლეების სასკოლო მზაობისა და აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა, რაც სწავლა/სწავლების პროცესის დაგეგმვისთვის იქნება გათვალისწინებული. აკადემია არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, სქესის, რელიგიის, კულტურისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით.
ორენოვანი სწავლების მეთოდით, ჩვენი მოსწავლეები ეცნობიან სამყაროს ორი განსხვავებული ენის პერსპექტივიდან, რაც ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან ერთად, ხელს უწყობს აზროვნების მოქნილობასა და შემოქმედებითობას.