COBIS-ის ოფიციალური წევრის სტატუსი

  • კალენდარი
  • ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS)-ის ოფიციალური წევრის სტატუსი მიენიჭა

    ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) ოფიციალური წევრის სტატუსი მიენიჭა.

    COBIS მსოფლიოში კარგად ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც ბრიტანული განათლების სტანდარტებს 80-ზე მეტ ქვეყანაში ავრცელებს და იცავს. საბჭოში გაწევრიანებით, აკადემიას, 400-ზე მეტ საერთაშორისო სკოლასა და ორგანიზაციასთან ერთად, საშუალება ექნება გაიზიაროს საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკა და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები. ხოლო ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ, ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო კონფერენციებსა და აქტივობებში.

    ხარისხის უზრუნველყოფის ეს პროცესი, რომელიც დაფუძნებულია თითოეულ სკოლასთან თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე, პირველ რიგში, სკოლის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. პროცედურა შემუშავებულ იქნა ფართო კვლევისა და კონსულტაციების შემდეგ და ეყრდნობა საუკეთესო ბრიტანულ და საერთაშორისო პრაქტიკას.

    ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ სასწავლო დაწესებულება აკმაყოფილებს საერთაშორისო და ბრიტანული სკოლების უმაღლეს სტანდარტებს და უზრუნველყოფს ბავშვების მაქსიმალურ მხარდაჭერას მათ აკადემიურ თუ კლასგარეშე განვითარებაში. COBIS-ის წევრის სტატუსი ასევე გულისხმობს, რომ მოსწავლეების უსაფრთხოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის დაცული.

    COBIS უზრუნველყოფს, რომ მისი წევრი სკოლები მუდმივად უმჯობესდებოდნენ. საჭირო სტანდარტებთან შესაბამისობა მოწმდება რეგულარული ინსპექტირებით. ჩვენს თანამშრომლებს შეეძლებათ, დაესწრონ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს და განვითარდნენ, როგორც პროფესიონალები, რათა მათი უნარები მუდმივად შეესაბამებოდეს მსოფლიოს სხვა ბრიტანული საერთაშორისო სკოლების სტანდარტებს.

    This site is registered on wpml.org as a development site.