შემოქმედებითი კონკურსი “ათინათი 2024”

  • კალენდარი
  • შემოქმედებითი კონკურსი “ათინათი 2024”

    შემოქმედებითი კონკურსი “ათინათი 2024” დასრულდა. დაჯილდოება 14 მაისს ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად იყო მოწვეული ტიციან ტაბიძის შვილიშვილი ნინო ანდრიაძე, რომელიც მოსწავლეებს “ცისფერყანწელებსა” და მათი ცხოვრების საინტერესო მომენტებზე ესაუბრა. 

    ლიტერატურული კონკურსი “ათინათი” ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ყოველწლიურად დაარსების დღიდან იმართება და საკუთარი უნარების აღმოჩენის, გამოვლენისა და გამდიდრების უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც უყვარს წერა. 

    კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. მასში მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, თუმცა მონაწილეები დაჯილდოვდნენ სხვა ნომინაციების მიხედვითაც, როგორებიცაა: წარმატებული დებიუტი, ერთგული ათინათელი და ა.შ. კონკურსანტებსა და სტუმრებს გააცნეს კონკურსში მონაწილეთა საუკეთესო ნამუშევრები. 

    ბრიტანულ-ქართული აკადემიის ერთ-ერთი პრიორიტეტი შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აკადემიის მიერ განხორციელებული ლიტერატურული პროექტები და კონკურსები.

    This site is registered on wpml.org as a development site.