ღია კარის დღეები

  • კალენდარი
  • პირველკლასელების საზეიმო მიღება

    სასწავლო პროცესის, ჩვენი მიზნებისა და ამოცანების გამჭვირვალობა ბრიტანულ-ქართული აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომაც, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეებსა და მშობლებს აკადემიაში ვიწვევთ პირად თუ საჯარო შეხვედრებზე, სადაც დამსწრეებს საშუალება აქვთ, შეხვდნენ აკადემიურ გუნდსა და შეკითხვებიც დაუსვან მათ.

    წლევანდელი ღია კარის დღე განსაკუთრებული იყო, რადგანაც წელს კარგად ნაცნობ მასწავლებლებთან ერთად, მშობლებისა და მოსწავლეების წინაშე ახალი აკადემიური დირექტორი, რობერტ ანსვორტი წარდგა. 

    რობერტმა სასკოლო საზოგადოების წევრებს თავისი თავი გააცნო, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათთვის საინტერესო კითხვებსაც უპასუხა.

    ახალ დირექტორთან შეხვედრის გარდა, მოსწავლეებსა და მშობლებს სკოლის ინფრასტრუქტურისა და საკლასო ოთახების დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.

    This site is registered on wpml.org as a development site.