ფოტოკონკურსი “ბავშვობა — ყველა ფერი”
ბრიტანულ-ქართული აკადემია საშუალო საბაზო საფეხურის (მე-6-დან მე-11 კლასის ჩათვლით) მოსწავლეებისათვის ფოტოკონკუსს აცხადებს.
კონკურსის წესები:
1. ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებმა უნდა გადაიღონ თემატურად ბავშვობასთან დაკავშირებული ფოტოები
2. ფოტოები ხაზს უნდა უსვამდეს ბავშვობის ნათელ ასპექტებს — სიმსუბუქეს, ცნობისმოყვარეობას, თავგადასავლის წყურვილს, სილაღესა და სიმარტივეს, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპს ახასიათებს.
3. თითო მონაწილეს 1 ფოტოს წარდგენის უფლება აქვს.
4. კონკურსანტები ადასტურებენ, რომ მათ მიერ წარდგენილი მასალა არის საკუთარი ნამუშევარი. არ არღვევენ ნებისმიერი სხვა პირის ან ერთეულის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტის ფოტო მოიხსნება კონკურსიდან.
5. ფოტო გადაღებული უნდა იყოს სპეციალურად ამ კონკურსისთვის ფოტოაპარატით ან მობილურით.
6. ფოტოს დამუშავება დასაშვებია
შეფასების კრიტერიუმები:
- კონკურსის თემასთან და შერჩეულ მიზანთან შესაბამისობა;
- საინტერესო ხედვა და შემოქმედებითი მიდგომა;
- კომპოზიციურად დაბალანსებული კადრი;
- ფოტოს ხარისხი (ხილვადობა, სიმკვეთრე…)
ნამუშევრებს ანონიმურად შეაფასებს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც აკადემიის წარმომადგენლებით, ასევე ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულებით.
ჟიური ხუთი საუკეთესო ნამუშევრის ავტორს დააჯილდოებს. გამარჯვებულები დაჯილდოებაზე დასახელდებიან, ღონისძიებაზე სხვა რჩეულ ნამუშევრებიც გამოიფინება.
კონკურსის ვადები:
ფოტოების მიღება: 2024 წლის 20 მაისამდე
დაჯილდოების ღონისძიება: 2024 წლის 3 ივნისი.