საზაფხულო ბანაკი 2025

  • კალენდარი
  • საზაფხულო ბანაკი 2025

    ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით,  4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საზაფხულო ბანაკში, რომელიც 2025 წლის 30  ივნისს დაიწყება და გაგრძელდება 1 აგვისტოს ჩათვლით, ხუთი კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევამდე, დილის 9 საათიდან საღამოს 4:30 საათამდე ინგლისურ ენაზე წარიმართება.

    საზაფხულო ბანაკის ღირებულება კვირაში 750 ლარს შეადგენს. საფასურში შედის ყველა საჭირო რესურსი, ლანჩი, სამხარი და ექსკურსია. მოსწავლეთა ყოველდღიური ტრანსპორტირების უზრუნველყოფა არ ხდება.

    საზაფხულო ბანაკის ღირებულება კვირაში 750 ლარს შეადგენს. საფასურში შედის ყველა საჭირო რესურსი, ლანჩი, სამხარი და ექსკურსია. მოსწავლეთა ყოველდღიური ტრანსპორტირების უზრუნველყოფა არ ხდება.

    ფასდაკლებები:

    • 10%-იანი ფასდაკლება დედმამიშვილების რეგისტრირებისას 
    • 10%-იანი ფასდაკლება 2 და მეტი კვირის დაჯავშნის შემთხვევაში

    საზაფხულო ბანაკში ადგილები შეზღუდულია.

    საზაფხულო ბანაკის სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც მოსწავლეების კრეატიული აზროვნების განვითარებასა და ინტერაქტიული სწავლების მეთოდებზეა დაფუძნებული.

    საზაფხულო ბანაკის აქტივობებია: რობოტიკა, მზარეულობა, ცურვა, STEM (მეცნიერება, ტექნიკა, ინჟინერია და მათემატიკა), კარატე, კედელზე ცოცვა, მუსიკა, მუსიკალური ინსტრუმენტები, ხელოვნება და ხელგარჯილობა, ზუმბა, სპორტი, ლეგო, ექსკურსია.

    რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს

    ბანაკთან დაკავშირებით არსებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: la@bga.ge

    This site is registered on wpml.org as a development site.