მისია და ღირებულებები

  • ელექტრონული ჟურნალი
  • კალენდარი
  • მთავარი გვერდი
    ჩვენ შესახებ
    ზოგადი ინფორმაცია
    მისია და ღირებულებები
    დირექტორის წერილი
    კურსდამთავრებულები
    Policies
    მიღება
    ზოგადი ინფორმაცია
    მიღების პროცედურები
    ხშირად დასმული კითხვები
    აკადემიური პროგრამები
    ზოგადი ინფორმაცია
    სკოლამდელი განათლება
    დაწყებითი სკოლა
    საბაზო სკოლა
    საშუალო სკოლა
    საკლასო ოთახს მიღმა
    ზოგადი ინფორმაცია
    კლასგარეშე პროგრამები
    გასვლითი ღონისძიებები
    სკოლის ღონისძიებები
    ღია ცის ქვეშ აქტივობები
    სიახლეები
    სიახლეები
    სოციალური მედია
    Newsletter
    გალერეა
    კარიერა
    კონტაქტი
  • ელექტრონული ჟურნალი
  • კალენდარი
    • ჩვენ შესახებ
    • მისია და ღირებულებები
    • კურსდამთავრებულები
    • Policies

    ჩვენი მისია

    ბრიტანულ-ქართული აკადემიის მისიაა ნდობაზე, პატივისცემასა და ურთიერთმხარდაჭერაზე დაფუძნებულ გარემოში აღზარდოს ცნობისმოყვარე, მცოდნე, მზრუნველი და ემოციური ინტელექტის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც გონივრული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეძლებენ პრობლემების გადაჭრას, ეფექტურად ადაპტირდებიან მუდმივად განვითარებად გლობალურ სამყაროში, რათა თავიანთი პოზიტიური წვლილი შეიტანონ მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნაში.

    ბრიტანულ-ქართული აკადემია ლოკალური და გლობალური ფასეულობების შენარჩუნებით პასუხობს მაღალი სტანდარტის საერთაშორისო მოთხოვნებს; ხელს უწყობს მოსწავლეებს ინტერკულტურული ცნობიერების ჩამოყალიბებაში და ეხმარება მათ, გახდნენ უფრო აქტიურები, ჰქონდეთ მოტივაცია და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიისწრაფოდნენ თვითგანვითარებისკენ.

    ჩვენი ღირებულებები

    ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ჩვენ გვჯერა, რომ:

    • განათლება დღევანდელ დინამიკურ და სწრაფცვლილებად გლობალურ სამყაროში წარმატების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა;
    • ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა. აკადემიური წარმატების მიღწევა შეუძლია თითოეულ მოსწავლეს;
    • ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი უნიკალური პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობა;
    • თითოეული ბავშვი უნიკალურია და იმსახურებს ყურადღებასა და პატივისცემას;
    • განათლება ერთობლივი პროექტია. სკოლა, მოსწავლე, ოჯახი და საზოგადოება პარტნიორები უნდა იყვნენ მოსწავლის განათლების პროცესში.

    მიზნები და ამოცანები

    ჩვენი მიზანია, მოსწავლეები აღვჭურვოთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლებით, რომელიც დაეხმარება მათ სწავლის მომდევნო საფეხურებზე წარმატების მიღწევასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებაში.

    ჩვენი ამოცანები:

    • შევქმნათ კეთილგანწყობილი, მზრუნველი და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეული ბავშვი შეძლებს დამკვიდრებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვან გამოვლენას;
    • მოსწავლეები აღვჭურვოთ სწავლისთვის საჭირო ყველა უნარ–ჩვევით; ხელი შევუწყოთ სამუშაო ეთიკის, ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობის განვითარებაში;
    • მოსწავლეებს დავეხმაროთ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებასა და თავდაჯერებულობის განვითარებაში, რაც ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა;
    • ხელი შევუწყოთ მოსწავლეების სწავლისადმი ინტერესის განვითარებასა და ავუმაღლოთ მოტივაცია; თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩავრთოთ სწავლის პროცესში და წავახალისოთ აკადემიური მიღწევების თვალსაჩინო აღიარებით;
    • კომპლექსური საკითხების გადაჭრისთვის აუცილებელი უნარების განვითარების მიზნით, მოსწავლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი პრაქტიკული სასწავლო აქტივობები როგორც აკადემიის კამპუსში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
    • ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში მრავალფეროვნებაზე, თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ღირებულებების განვითარებას, რაც ნაყოფიერი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის საწინდარი იქნება;
    • წვლილი შევიტანოთ მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში;
    • ხელი შევუწყოთ მშობლების აქტიურ ჩართულობას ბავშვების სასწავლო პროცესში.
    • აკადემიის მისია, ღირებულებები და მიზნები განსაზღვრულია დოკუმენტით „ბრიტანულ-ქართული აკადემიის მისია, ღირებულებები და მიზნები.“

    აკადემიური პროგრამები

    მიღება

    მოუთმენლად ველით სასკოლო საზოგადოების ახალ წევრებს!
    გალერეა

    ჩვენ ვესწრავფით სრულყოფილებას როგორც საკლასო ოთახში, ისე მის გარეთ და მოსწავლეებს ვუვითარებთ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა ცნობისმოყვარეობა, შეუპოვრობა, დამოუკიდებლობა, თავმდაბლობა და სიკეთე.

    მაკა ბარამიძე
    სკოლის ღონისძიებები
    ფინანსური ანგარიშგება

    დაგვიკავშირდით

    ლეო კვაჭაძე 17 (Lisi Lake Area), თბილისი, 0186 Georgia +995 322 251 253 bga@bga.ge marginal.dance.teamed

    სწრაფი მენიუ

    აკადემიური პროგრამები სკოლამდელი განათლება დაწყებითი სკოლა საბაზო სკოლა საშუალო სკოლა

    ვიზიტის ჩანიშვნა აპლიკაცია
    All rights reserved 2022 Webpage by
    This site is registered on wpml.org as a development site.