კურსდამთავრებულები

  • კალენდარი
  • კურსდამთავრებულები

    2010 წლიდან, ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ჰყავს 150-ზე მეტი კურსდამთავრებული, რომლებმაც საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გააგრძელეს განათლების მიღება.

    მოსწავლეთა 100% წარმატებით ასრულებს სკოლას და იღებს ატესტატს, 82% იღებს სრულ ან ნაწილობრივ საუნივერსიტეტო გრანტს, თითქმის 40% კი სწავლის გასაგრძელებლად ბრიტანეთს, აშშ-ს ან ევროპას ირჩევს. გარდა ამისა, ყოველწლიურად, კურსდამთავრებულთა საშუალოდ 22% იღებს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემულ ოქროს ან ვერცხლის მედლებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ განსაკუთრებულ აკადემიურ მიღწევებს.

    ბრიტანულ-ქართული აკადემია ახორციელებს საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მოსწავლეებს საერთაშორისო უნივერსიტეტებში მიღების პროცედურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის. ასევე, ეხმარება შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და სასწავლო პროგრამების აკადემიური და კარიერული ინტერესების  შესაბამისად შერჩევაში.

    აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა ბრიტანულ, ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტთან. მათი წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ჩვენს სკოლას და ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს, რათა ხელი შეუწყონ ჩვენს მოსწალეებს სკოლის დასრულების შემდგომ მიზნების სწორად დასახვასა და ამ მიზნების მისაღწევი გზების პოვნაში. 

    ბოლო ორი წლის განმვალობაში აკადემიამ 100-ზე მეტი საერთაშორისო და ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა. 

    • 160
      კურსდამთავრებული
    • 40%
      Საზღვარგარეთ აგრძელებს სწავლას
    • 82%
      Სრული ან ნაწილობრივი საუნივერსიტეტო სტიპენდია
    • 60+
      უცხოური უნივერსიტეტი
    • 22%
      ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი
    ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მეოთხე კლასიდან ვსწავლობდი. შესაბამისად, ეს სკოლა ჩემთვის მეორე ოჯახად იქცა, ხოლო მათი ღირებულებები ჩემს ღირებულებებად. თითოეული აქტივობა, რომელიც ყოველწლიურად იგეგმებოდა სასკოლო სივრცეში, ატარებდა უდიდეს მნიშვნელობას მოსწავლეების არა მარტო აკადემიური, არამედ სულიერი განვითარებისათვისაც. განსაკუთრებით დამამახსოვრდა თუ როგორი სიხარულით გვეხმარებოდნენ სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაცია საქველმოქმედო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მასწავლე სწავლობს სწავლის სიყვარულს და სისტემატურად მუშაობას საკუთარ თავზე. ყოველდღიური დავალებებითა თუ აქტივობებით შემაჩვიეს შრომას და შემაგუეს იმ რეალობას, რომ წარმატება შრომის გარეშე არასდროს მოდის. საბოლოო ჯამში, ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილებათა შორის უეჭველად წერია ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სწავლის დაწყება, რადგან მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებასა და წარმატებაში. -თამარ ალფაიძე, IE University, 2020 წლის კურსდამთავრებული
    ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მომცა არამარტო განათლება არამედ აღმომაჩენინა ის ახალი შესაძლებლობები, რომლითაც ცხოვრების გზას მომავალში უკეთესად გავიკაფავ. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აკადემიამ მასწავლა, არის პატივისცემა და სიყვარული. აკადემია დამეხმარა, სწორად განმესაზღვრა და ამერჩიე ჩემი მომავალი პროფესია. თვითგანვითარებაზე ფიქრი და დაუსრულებელი შრომა ყოველთვის იყო ის საძირკველი, რაზეც წლებია მყარად იდგა და დგას ბრიტანულ-ქართული აკადემია. რაც უფრო მეტი დრო გადის, ვხვდები, რომ ის ცოდნა რაც აკადემიაში შევიძინე, ძალიან დამეხმარა ჩემი, როგორც ადამიანისა და პიროვნების ჩამოყალიბებაში. -ნიკოლოზ რუხაძე, Oxford University, 2014 წლის კურსდამთავრებული

    უნივერსიტეტები, რომელშიც ჩვენი კურსდამთავრებულები ჩაირიცხნენ

    • University of Cambridge
    • De Montfort University
    • King’s College London
    • University of Manchester
    • University of Oxford
    • University of St. Andrews
    • Bard College
    • Bryant University
    • Clark University
    • Cornell University
    • Drexel University
    • Drew University
    • Emory University School of Medicine
    • Franklin and Marshall College
    • Hult International Business School
    • Lynn University
    • Mercer College
    • Michigan State University
    • Occidental College
    • Purdue university
    • Saint Louis University

    University of Vienna

    • Brussels School of Governance
    • KU Leuven
    • Constructor University (Former Jacob’s University )
    • University of Mannheim

    Tallinn University of Technology

    • EU Business School
    • IE University
    • Saint Louis University
    • University of Alcala
    • Bocconi University
    • Florence Design School
    • IED European Institute of Design
    • Istituto Marangoni Milan
    • John Cabot University
    • UCSC (Università Cattolica del Sacro Cuore)
    • University of Amsterdam
    • Erasmus University Rotterdam
    • HAN University of Applied Science
    • Leiden University
    • Radboud University
    • Tilburg University

    Lazarski University

    • American University Paris
    • ESMOD
    • ESSEC Business School
    • HEC Paris
    • IESEG School of Management
    • SKEMA Business School
    • The American University of Paris
    • The International Film & Television School Paris (AICAR)
    • University of Paris-Saclay
    • Agricultural University of Georgia
    • Black See University
    • Business and Technology University
    • Caucasus University
    • David Tvilidiani University
    • Free University of Tbilisi
    • Georgian American University
    • Kutaisi International University (KIU)
    • San Diego State University Georgia
    • Tbilisi State University
    • Webster University Georgia

    International School of Business

    Haaga-Helia University of Applied Sciences

    • EU Business School
    • Glion Institute of Higher Education
    • Les Roches International School of Hotel Management
    • University of St. Gallen
    • Anglo-American University
    • Architectural Institute in Prague
    • Art and Design Institute
    • NYU Prague
    • Prague College

    This site is registered on wpml.org as a development site.