ბაღის მხარდამჭერი მასწავლებელი

  • კალენდარი
  • vacancy image
    ბაღის მხარდამჭერი მასწავლებელი
    Full-time
    Tbilisi
    Leo Kvatchadze 17
    clock-icon Full-time
    location-icon Tbilisi
    home-icon Leo Kvatchadze 17
    calendar-icon Deadline: 10 ნოემბერი
    ბაღის მხარდამჭერი მასწავლებელი

    ბრიტანულ-ქართული აკადემია ეძებს გუნდის ახალ წევრებს სკოლამდელი განათლების ცენტრში ბაღის მხარდამჭერი მასწავლებლის პოზიციაზე. 

    ფუნქცია-მოვალეობები:

    • დაგეგმილი აქტივობების პერიოდში მოსწავლეების აკადემიური მხარდაჭერა;
    • საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აქტივობების წარმართვა;
    • ჯგუფის აქტივობიდან აქტივობაზე გადაადგილება;
    • საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეების მხარდაჭერა თვითმოვლის უნარების განსავითარებლად;
    • აქტივობისთვის საჭირო რესურსებისა და მატერიალების ორგანიზება;
    • დილით მოსწავლეების დახვედრა და საღამოს მშობლებთან მიცილება;
    • კვების დროს მოსწავლეების მხარდაჭერა;
    • პოზიტიური სასწავლო ატმოსფეროს შექმნა;
    • მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება

     

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

    • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
    • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

    აპლიკაციის მიღების პროცედურა:

    დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 10 ნოემბრისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ბაღის მხარდამჭერი მასწავლებელი“ გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

     

    ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის  შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.

    ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის” ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 

    დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშავოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის.

    თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

    სააპლიკაციო ფორმა
    clock-icon Full-time
    location-icon Tbilisi
    home-icon Leo Kvatchadze 17
    calendar-icon ვადა: 10 ნოემბერი
    This site is registered on wpml.org as a development site.