ბრიტანულ-ქართული აკადემია წლებია, UCMAS Georgia-ის ერთ-ერთი პარტნიორია და თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, 100-ზე მეტი მოსწავლე გადის მენტალური არითმეტიკის პროგრამას. ყოველი წლის ბოლოს კი კლუბში ჩართული მოსწავლეები აბარებენ IGE-ის (International Grading Exam) საერთაშორისო გამოცდას.
აკადემიამ წლის ბოლოს, შედეგების აღსანიშნავ, შემაჯამებელ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ამ საზეიმო საღამოზე წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, UCMAS Georgia-მ განვლილი წელი შაჯამა და მომავალი წლის გეგმები გააცნო მშობლებს.
მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, ჩვენს მოსწავლეებს მსგავსი საინტერესო და განმავითარებელი კლასგარეშე კლუბები შევთავაზოთ.





