გააზიარე:

საგრანტო კონკურსი 2026

საგრანტო პროგრამის დეტალები

ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს კონკურსს მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აქტიური და მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სურთ 2026-27 სასწავლო წლიდან შემოუერთდნენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის სასკოლო საზოგადოებას და სწავლა გააგრძელონ საერთაშორისო პროგრამებზე: კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამაზე მე-8 – მე-10 კლასებში და საეთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე მე-11-მე-12 კლასებში. 

ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ბმულზე.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის გრანტის სრული მოცულობა შეადგენს ორას ორმოცდაათიათას დოლარს (250 000$) და გადანაწილდება კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ მოსწავლეზე სწავლის გადასახადის დასაფინანსებლად. საგრანტო კონკურსის ფინალისტები მიიღებენ 30%-დან 100%- მდე ოდენობის გრანტს. 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც 2026-27 სასწავლო წელს იქნება მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასში და რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და მოტივაცია ჩაერთოს ბრიტანულ-ქართული აკადემიის მრავალფეროვანი გამოწვევებით სავსე სასკოლო ცხოვრებაში. 

სასწავლო გრანტი განკუთვნილია აკადემიაში სწავლის მთელ პერიოდზე და ყოველწლიურად განახლდება მოსწავლის აკადემური მოსწრების, პოზიტიური ქცევისა და სასკოლო პროექტებში ჩართულობის საფუძველზე. 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, გარდა ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებისა.

მიღების პროცესი

მოსწავლეებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო პროგრამებზე სასწავლო გრანტის მოპოვებით, უნდა გაიარონ შემდგომი ეტაპები:

არაუგვიანეს 8 მარტის 17:00 საათისა მოსწავლეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, თან დაურთონ ინგლისურ ენაზე დაწერილი სამოტივაციო წერილი (200-დან 400 სიტყვამდე) .

  • ტესტირება  სკოლის კამპუსზე

სააპლიკაციო ფორმების განხილვის შემდეგ, შერჩეულ მოსწავლეებს გაეგზავნებათ ტესტირების განრიგი. 

ტესტირება ჩატარდება სკოლის კამპუსზე შემდეგ საგნებში: 

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • მათემატიკა;
  • ინგლისური;

ტესტირებაზე მოსულმა მოსწავლემ თან უნდა იქონიოს 2024-25 და 2025-26 სასწავლო წლების ნიშნების ფურცელი.

  • გასაუბრება

ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით შერჩეულ მოსწავლეებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე აკადემიურ დირექტორთან, შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან და მოსწავლეთა მიღების ხელმძღვანელთან.

გისურვებთ წარმატებას!