გააზიარე:

Maker Faire ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ British International School of Tbilisi -თან ერთად საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებას, Maker Faire-ს უმასპინძლა.

ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 30-ზე მეტ ინტერაქციულ აქტივობაში ჩართულიყვნენ: ემართათ დრონები, მოერგოთ ვირტუალური რეალობის სათვალეები და საკუთარი რობოტებიც შეექმნათ.

ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში წვლილი შეიტანეს BGA-ის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, რომლებიც უმცროს მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობისას მხარდაჭერას მოხალისეობრივად უწევდნენ.