ჩვენ შესახებ

ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო

მოგესალმებით ბრიტანულ-ქართული აკადემიის სასკოლო საზოგადოების სახელით!

ჩვენი მრავალფეროვანი და დაბალანსებული ორენოვანი სასწავლო კურიკულუმი, განსხვავებული და ინოვაციური სასწავლო მეთოდები, სოციალური პასუხისმგებლობების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომები მალე დაგარწმუნებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება, შეუერთდეთ აკადემიის სასკოლო საზოგადოებას, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა!

21-ე საუკუნის მოსწავლეებს სჭირდებათ ჰოლისტური საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, წარმატებით გაართვან თავი თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებს. ბრიტანულ-ქართული აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს მრავალმხრივ სასწავლო შესაძლებლობებს, აკადემიის აღმზრდელობით სასწავლო პროგრამას, სწორედ ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს მათ როგორც აკადემიურ, ასევე სოციალურ და პიროვნულ განვითარებას. მიგვაჩნია, რომ სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი გამორჩეული და მნიშვნელოვანია, სჭირდება ყურადღება, ზრუნვა, მუდმივი წახალისება და დახმარება საკუთარი პოტენციალის, შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებაში.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს.