აკადემიური პროგრამები

დაწყებითი სკოლა

I-V კლასები


ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებითი სკოლის მრავლისმომცველი და ინტერაქტიური პროგრამა აკადემიურ სამყაროში მოგზაურობისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის. საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ამოცანების გარდა, აკადემიის სასწავლო პროგრამა ეფუძნება დაწყებით საერთაშორისო კურიკულუმს, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი და ინტეგრირებული სწავლების მეთოდით. შემოქმედებითი და თემატური კურიკულუმი, რომელშიც მკაფიოდაა განსაზღვრული თითოეული საგნის სწავლების ეტაპები და მიზნები, გაკვეთილების სახალისოდ წარმართვისა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობის საშუალებას იძლევა. ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო პროგრამა გამოირჩევა გლობალური მიდგომით; მოსწავლეებს საშუალება აქვთ, რომ ცოდნა დაუკავშირონ ქვეყანას, რომელშიც იმყოფებიან, ამავდროულად, მოვლენებს შეხედონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხის პერსპექტივიდან. სწავლის პროცესი აერთიანებს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გაგება-გააზრების განვითარებას მოსწავლეებში.

დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების საკითხი, რა მიზნითაც მართული კითხვა და კრეატიული წიგნიერება საგანმანათლებლო პროგრამის განუყოფელი ნაწილია.