საგრანტო პროგრამის დეტალები
ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს კონკურსს მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აქტიური და მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სურთ 2023-24 სასწავლო წლიდან შემოუერთდნენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის სასკოლო საზოგადოებას და სწავლა გააგრძელონ საერთაშორისო პროგრამებზე: კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამაზე 9-10 კლასებში და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე 11-12 კლასებში.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ: https://bga.ge/ka/programs
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლის გრანტის სრული მოცულობა შეადგენს ორას ორმოცდაათიათას დოლარს (250 000$) და გადანაწილდება კონკურსში გამარჯვებულ თითეულ მოსწავლეზე სწავლის გადასახადის დასაფინანსებლად. საგრანტო კონკურსის ფინალისტები მიიღებენ 30%-დან 100% მდე ოდენობის გრანტს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ამჟამინდელ მერვე, მეცხრე და მეათე კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და მოტივაცია ჩაერთოს ბრიტანულ-ქართული აკადემიის მრავალფეროვანი გამოწვევებით სავსე სასკოლო ცხოვრებაში.
სასწავლო გრანტი განკუთვნილია აკადემიაში სწავლის მთელ პერიოდზე და ყოველწლიურად განახლდება მოსწავლის აკადემური მოსწრების, პოზიტიური ქცევისა და სასკოლო პროექტებში ჩართულობის საფუძველზე.
მიღების პროცესი
მოსწავლეებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამებზე სასწავლო გრანტის მოპოვებით, უნდა გაიარონ შემდგომი ეტაპები:
-
სააპლიკაციო ფორმის შევსება - https://forms.gle/X6uVndLZE27CznQe8
არაუგვიანეს 5 მარტის, 17:00 საათისა მოსწავლეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, თან დაურთონ სამოტივაციო წერილი (200-დან 400 სიტყვამდე) ინგლისურ ენაზე.
-
ტესტირება სკოლის კამპუსზე
სააპლიკაციო ფორმების განხილვის შემდეგ, 11 და 12 მარტს შერჩეულ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტესტირება ბრიტანულ-ქართული აკადემიის კამპუსზე შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- ინგლისური ენა;
- მათემატიკა;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
-
გასაუბრება
ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით შერჩეულ მოსწავლეებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე აკადემიურ დირექტორთან და შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან.
გისურვებთ წარმატებას!