სიახლეები

ქეთევან იორამიშვილი

27 აპრ 2021
უკან
highlight photo
????‍???? გაიცანით ჩვენი უცხოური ენების კათედრის ხელმძღვანელი და გერმანული ენის მასწავლებელი ქეთევან იორამიშვილი, რომელიც მეათე წელია ჩვენი აკადემიური გუნდის წევრია. მას მაინის ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტისგან მინიჭებული აქვს გერმანისტიკის მაგისტრის ხარისხი. ქეთის მასწავლებლად მუშაობის 12 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. მასწავლებლის კარიერა მან ფრანკფურტში დაიწყო. შემდეგ კი, საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სკოლებში განაგრძო გერმანული ენის სწავლება. ასევე, ქეთი მასწავლებელთა სახლის გერმანული ენის ტრენერია. აკადემიაში ის აქტიურად არის ჩართული ინტერაქციული სწავლების პროცესში და სხვა კათედრებთან თანამშრომლობით წარმატებით გეგმავს ინტეგრირებულ გაკვეთილებს.
???? დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://bga.ge/ka/programs