სიახლეები

ლინდა ციცქიშვილი - IB პროგრამების ხელმძღვანელი

08 ნოე 2021
უკან
highlight photo
ბრიტანულ-ქართული აკადემიის IB პროგრამების ხელმძღვანელი - ლინდა ციცქიშვილი გესაუბრებათ საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების უპირატესობებზე.

ლინდა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას 2021-2022 სასწავლო წელს შემოუერთდა. მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. ლინდას საერთაშორისო სკოლებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. მისი გამოცდილება საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის კუთხით „ახალ სკოლაში“ დაიწყო ინგლისური ენის მასწავლებლისა და ამავე საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობით.

2020 წლიდან საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის შვეიცარიის ოფისის გადაწყვეტილებით, ლინდამ მიიღო მასწავლებელთა და ლიდერთა ტრენერის წოდება და ის პირველი ქართველია ამ მიმართულებით. ის ატარებს გადამზადების კურსებს საერთაშორისო სკოლების დირექტორებისა და ლიდერებისთვის, სწავლების სწორად და სტრატეგიულად წარმართვის კუთხით.