სიახლეები

ჯოშუა გარნერი

19 თებ 2021
უკან
highlight photo
????‍???? ბრიტანულ-ქართული აკადემიის საშუალო სკოლისა და მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელი ჯოშუა გარნერი ლონდონიდაა. იგი ბრისტოლის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დიპლომს ფლობს, ასევე, მას მინიჭებული აქვს პლიმუთის უნივერსიტეტის განათლების სფეროს მაგისტრის ხარისხი. ჯოშს მასწავლებლად მუშაობის ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. Მასწავლებლის კარიერა ჯოშმა ბრიტანეთში, ფლიმსტოკის სკოლაში, დაიწყო. შემდეგ ის ვარშავის საერთაშორისო ამერიკულ ბილინგვურ სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელად და IB ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა. სანამ ბრიტანულ-ქართულ აკადემიის მმართველ გუნდს შემოუერთდებოდა, ჯოში ბუქარესტის ბრიტანულ სკოლაში საშუალო საფეხურის ხელმძღვანელი და ქიმიის მასწავლებელი იყო. ⚗️????