სიახლეები

გიორგი ბრეგვაძის წარმატება!

17 ნოე 2022
უკან
highlight photo
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მუდმივად ვახალისებთ და მხარს ვუჭერთ მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას კლასგარეშე ღონისძიებებსა თუ აქტივობებში.

Ჩვენმა X კლასის მოსწავლე გიორგი ბრეგვაძემ სწორედ მსგავს პროექტში მოიპოვა დიდი წარმატება: მან გაეროს ახალგაზრდულ კონფერენციაზე, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ დიდ ბრიტანეთში დაორგანიზდა, 1000 სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეს შორის, გამორჩეული დელეგატის წოდება მიიღო!

აღსანიშნავია, რომ გიორგი კონფერენციაში პირველად წელს იღებდა მონაწილეობას.

შენზე გამოცდილ დელეგატებს შორის პირველი ადგილის მოპოვება ნამდვილად მოითხოვს დიდ ცოდნასა და ძალისხმევას. გიორგი, გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას!