სიახლეები

აიბი პროგრამები ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

14 სექ 2021
უკან
highlight photo
სიამოვნებით გაგაცნობთ მიმდინარე სასწავლო წლის მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამების დანერგვას უკავშირდება.

ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ამჟამად მინიჭებული აქვს კანდიდატი სკოლის სტატუსი დამამთავრებელი საფეხურისა (DP) და საშუალო საფეხურის (MYP) პროგრამებზე და ემზადება ავტორიზაციისათვის.

მეექვსე-მეათე კლასებში 2021-22 სასწავლო წელს უკვე დავიწყეთ MYP-ის ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სასწავლო პროგრამის დანერგვა, ხოლო მომდევნო სასწავლო წლიდან მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს DP-ის ინგლისურენოვან პროგრამასაც შევთავაზებთ.

IB პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეების კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას მრავალფეროვნების, საერთაშორისო აზროვნების, ცნობისმოყვარეობისა და ახალი აღმოჩენებისადმი სიყვარულის გაღვივებასთან ერთად. IB პროგრამები ხელს უწყობს მოსწავლეების არამხოლოდ ინტელექტუალურ და აკადემიურ პროგრესს, არამედ მათ ჰოლისტურ განვითარებას და მათ ჩამოყალიბებას პასუხისმგებლობის მქონე, მზრუნველ ინდივიდებად.

IB პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: www.ibo.org

---------------------------

British-Georgian Academy is a candidate school* for the International Baccalaureate (IB) Middle Years Programme (MYP) and for the Diploma Programme (DP) and pursuing authorization as an IB World School.

IB World Schools share a common philosophy—a commitment to improve the teaching and learning of a diverse and inclusive community of students by delivering challenging, high quality

programmes of international education that share a powerful vision.

*Only schools authorized by the International Baccalaureate can offer any of its four academic programmes: the Primary Years Programme (PYP), the Middle Years Programme (MYP), the Diploma Programme or the Career-related Programme (CP). Candidate status gives no guarantee that authorization will be granted.

For further information about the IB and its programmes, visit www.ibo.org