კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიტანულ-ქართული აკადემიის ვებ-გვერდზე. მოხარული ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდი დაგეხმარებათ აკადემიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
განათლება დღევანდელ დინამიკურ სამყაროში წარმატების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია თითოეულ ბავშვს მივცეთ საკუთარი აკადემიური და პიროვნული პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზების შესაძლებლობა, და აღვჭურვოთ მოსწავლეები იმ აუცილებელი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება
თანამედროვე ქართული და ბრიტანული სასწავლო პროგრამები, მრავალფეროვანი სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკლასო ოთახები, უსაფრთხო და მასტიმულირებელი სასწავლო გარემო, მოსწავლეთა მაღალი მიღწევების მოლოდინი, კვალიფიციური და მზრუნველი მასწავლებლები, სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდები, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები - ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ მახასიათებლებისა, რომელთა გამოც შეგიძლიათ, თქვენი არჩევანი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაზე შეაჩეროთ.
მოგესალმებით
იხილეთ მეტიღონისძიებები
აპრ
07
7-18 აპრილი: სააღდგომო არდადეგები
აპრ
18
მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარების დღე (დასვენება)
მაი
09
9 მაისი: გამარჯვების დღე
მაი
12
წმინდა ანდრია პირველწ. ხსენების დღე
მაი
19
მეორე სემესტრის დასასრული - XII კლასი
მაი
26
დამოუკიდებლობის დღე
მაი
29
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დღე (დასვენება)
ივნ
30
მეორე სემესტრის დასასრული
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სამოქალაქო ცნობიერება და ღირებულებები, რის საფუძველზეც შეძლებენ საკუთარი წვლილის შეტანას საზოგადოების განვითარებაში.
დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში
აკადემიური პროგრამები
საერთაშორისო და ქართული აკადემიური პროგრამები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, გამოავლინონ ინტელექტუალური შესაძლებლობები და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.
მიღება
დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ ვიზიტი
მოხარულები ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შვილისთვის შესაფერისი სკოლის შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენი შვილის აკადემიური, სოციალური და ემოციური განვითარებისათვის საუკეთესო გარემოს შერჩევაში.
მიღება