ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის (DP) საგნების გამოფენა გაიმართა, სადაც მოსწავლეებსა და მშობლებს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან შეხვედრის, გასაუბრებისა და სასწავლო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ.
საგნების არჩევა IB DP-ის მომავალი სასწავლო განრიგის დასაგეგმადაა აუცილებელი, შესაბამისად, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად და სწორი არჩევნის გასაკეთებლად.
საინტერესოს გარდა, ეს პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანიცაა მოსწავლეებისთვის, რადგანაც იმაზეც იწყებენ ფიქრს, თუ რა საგნების გავლა სურთ უნივერსიტეტებში.


