Academic Programmes

Secondary (Middle)

VI-X კლასები

ბრიტანულ-ქართული აკადემიის საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს ვთავაზობთ საერთაშორისო ბაკალავრიატის (The International Baccalaureate) საშუალო საფეხურის ორენოვან სასწავლო პროგრამას (Middle Years Programmes). უნიკალური ქართული და ინგლისური სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მიღწევას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის სწავლების სპეციფიკის, მეთოდოლოგიისა და სტრატეგიების დანერგვის გზით. 

ბრიტანულ-ქართულ აკადემიას 2020 წელს მიენიჭა IBMYP კანდიდატი სკოლის სტატუსი და ემზადება ავტორიზაციისათვის.

IBMYP პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას მრავალფეროვნების, საერთაშორისო აზროვნების, ცნობისმოყვარეობისა და ახალი აღმოჩენებისადმი სიყვარულის გაღვივებასთან ერთად. IB პროგრამები ხელს უწყობს მოსწავლეების არამხოლოდ ინტელექტუალურ და აკადემიურ პროგრესს, არამედ მათ ჰოლისტურ განვითარებას და მათ ჩამოყალიბებას პასუხისმგებლობის მქონე, მზრუნველ ინდივიდებად.

საშუალო საფეხურის (MYP) პროგრამის დაბალანსებული კურიკულუმი შედგება რვა საგნობრივი ჯგუფისგან:
  • ენა და ლიტერატურა
  • ინდივიდები და საზოგადოება
  • მათემატიკა
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • ფიზიკური და ჯანმრთელობის განათლება
  • უცხოური ენები
  • ხელოვნება
  • დიზაინი

MYP-ის რვა საგნობრივ ჯგუფს ერთმანეთთან აკავშირებს სამიზნე უნარები, რომლებიც მოსწავლეებმა თითოეული საგნის სწავლა-სწავლების პროცესში  უნდა გამოიმუშავონ და რომლებიც მათ დასწავლის პროცესის საუკეთესოდ წარმართვაში ეხმარება. ამ უნარების განვითარება მოსწავლეებს სამომავლო განათლების პროცესსა და სასწავლო ოთახებს მიღმა წარმატების მიღწევაში ეხმარება.

პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი - გლობალური კონტექსტი - უზრუნველყოფს თითოეული დისციპლინის ადგილობრივ და გლობალურ კონტექსტში გააზრებას,  ერთმანეთთან დაკავშირებასა და მოსწავლეებში საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას.

მოსწავლეთა სათემო სერვისებსა და მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართულობა MYP-ის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. საბაზო საფეხურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სასკოლო და სათემო განვითარების მოხალისეობრივი პროექტებია, რომლებშიც მოსწავლეები ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად არიან ჩართულები. 

MYP-ის დამამთავრებელ, მეათე კლასში მოსწავლე ქმნის პერსონალურ პროექტს, რომლის მომზადებისთვისაც ის იყენებს პროგრამის ფარგლებში განვითარებულ ყველა უნარს და მიღებულ ცოდნას კრეატიულად წარმოაჩენს ესსეს, ხელოვნების ნიმუშის ან თვით-გამოხატვის სხვა ფორმების საშუალებით.

IB პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.ibo.org/programmes/

MYP პროგრამის ზოგადი რეგულაციები/ MYP General Regulations

British-Georgian Academy is a candidate school* for the International Baccalaureate (IB) Middle Years Programme (MYP) and for the Diploma Programme (DP) and pursuing authorization as an IB World School.

IB World Schools share a common philosophy—a commitment to improve the teaching and learning of a diverse and inclusive community of students by delivering challenging, high quality programmes of international education that share a powerful vision.**

*Only schools authorized by the International Baccalaureate can offer any of its four academic programmes: the Primary Years Programme (PYP), the Middle Years Programme (MYP), the Diploma Programme or the Career-related Programme (CP). Candidate status gives no guarantee that authorization will be granted. For further information about the IB and its programmes, visit www.ibo.org