მიღება

მიღების პროცედურები

ბრიტანულ-ქართული აკადემია დინამიკური და შთამაგონებელი ადგილია, სადაც თითოეულ მოსწავლეს საკუთარი ინტერესებისა და უნარების გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა ეძლევა. სიხარულით გეპატიჟებით თითოეულ მშობელსა და მოსწავლეს აკადემიის მიმზიდველ, თანამედროვე დიზაინის მქონე კამპუსში, რათა თავად დაათვალიეროთ ენერგიული, სწავლისადმი სიყვარულით და ენთუზიაზმით გაჯერებული სასწავლო გარემო.

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მოსწავლეთა მიღება ხდება თავისუფალი ადგილების გათვალისწინებით. აკადემიაში მოსწავლეთა ჩარიცხვისას აკადემია ხელმძღვანელობს წინასწარ განსაზღვრული პროცედურები, მათ შორის, გასაუბრება პირველკლასელებთან და ტესტირება II-XII კლასებში ჩარიცხვის მსურველებისათვის. გასაუბრებისა და ტესტირების მიზანია მოსწავლეების სასკოლო მზაობისა და აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა, რაც სწავლა/სწავლების პროცესის დაგეგმვისთვის იქნება გათვალისწინებული. აკადემია არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, სქესის, რელიგიის, კულტურისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. 


მიღების ეტაპები:

  • სააპლიკაციო ფორმა და აპლიკაციის განხილვის გადასახადი - რეგისტრაციის მსურველებმა აკადემიის ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა, შესაბამისი დოკუმენტაცია და გადაიხადონ აპლიკაციის განხილვის საფასური. 
  • ტესტირება და გასაუბრება მოსწავლესთან - სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის შემდეგ, სკოლამდელ განათლების ცენტრში და I კლასში ბავშვების მიღებისას, ინიშნება გასაუბრება მოსწავლესთან. II-XI კლასის მოსწავლეებისათვის ინიშნება ტესტირება და გასაუბრება. 
  • გასაუბრება მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან - მოსწავლის მიერ გასაუბრებისა და ტესტირების ეტაპების გავლის შემდეგ დაინიშნება შეხვედრა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან. 
  • ხელშეკრულება - ჩარიცხული მოსწავლის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან გაფორმდება ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ. 
  • ფინანსური ვალდებულება - საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დადგენილ ვადებში სწავლის საფასურის გადახდის საფუძველზე, მოხდება მოსწავლის საბოლოო რეგისტრაცია აკადემიაში. 
დაინტერესებული მშობლებისთვის ბრიტანულ-ქართული აკადემია ორგანიზებას უწევს ინდივიდუალურ საინფორმაციო შეხვედრებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ აკადემიის ადმინისტრაციას: +995 577 227 226; +995 32 251 253 ...