სიახლეები

როგორ დავაბრუნოთ ბავშვები წიგნების ჯადოსნურ სამყაროში?

08 ოქტ 2021
უკან
highlight photo

ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელის, ლელა ქისტაურის, რჩევები თემაზე: "როგორ დავაბრუნოთ ბავშვები წიგნების ჯადოსნურ სამყაროში?”

ლელა 15 წელზე მეტია მასწავლებელია, ასევე, ბოლო 5 წელია ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებით საფეხურზე მმართველ პოზიციებზე მუშაობს. როგორც წიგნიერების მიმართულების სპეციალისტი, ლელა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან და USAID-თან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. მათ შორის, გახლავთ G-PriEd საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის საბავშვო საგანმანათლებლო რესურსების ავტორი; დისტანციური სწავლების ხელშემწყობი დავალებების კრებულების ავტორი პროექტში „iსკოლა”; დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის გრიფირებული სახელმძღვანელოს თანაავტორი. 

მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების ისტორიის მიმართულებით.