Lion's Basketball-ის ტურნირი ემოციურად დატვირთული და სანახაობრივი იყო. ტურნირის დაძაბულ ფინალში ერთმანეთს ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული სააერთაშორისო სკოლის გაერთიანებული გუნდი “Lions” და ახალი სკოლის “Falcons” შეხვდნენ. თამაში “Lions”-ის სასარგებლოდ, 55-50 ანგარიშით დასრულდა.
მადლობას ვუხდით “Falcons”-ს ღირსეული მეტოქეობისთვის და ვულოცავთ ჩვენს გუნდს დიდ წარმატებას!