სიახლეები

ბრიტანულ-ქართული აკადემიის საგრანტო კონკურსი

23 მარ 2022
უკან
highlight photo

საგრანტო პროგრამის დეტალები

ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს კონკურსს მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აქტიური და მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სურთ შემოუერთდნენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის სასკოლო საზოგადოებას და სწავლა საერთაშორისო ბაკალავრიატის საშუალო და საბაზო საფეხურის (MYP და DP) ინგლისურენოვან პროგრამებზე გააგრძელონ 2022-23 აკადემიური წლიდან. ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ. (ბმული)

ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლის გრანტის სრული მოცულობა შეადგენს ორას ორმოცდაათიათას დოლარს (250000$) და გადანაწილდება კონკურსში გამარჯვებულ თითეულ მოსწავლეზე სწავლის გადასახადის დასაფინანსებლად. საგრანტო კონკურსის ფინალისტები მიიღებენ 30%-დან 100% მდე ოდენობის გრანტს. 

გრანტი განკუთვნილია მხოლოდ ახალი მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სურთ სკოლას 2022-23 აკადემიური წლიდან შემოუერთდნენ.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და მოტივაცია ჩაერთოს ბრიტანულ-ქართული აკადემიის მრავალფეროვანი გამოწვევებით სავსე სასკოლო ცხოვრებაში. 


სასწავლო გრანტი პირველ ეტაპზე განკუთვნილია ერთი აკადემიური წლისათვის და ყოველწლიურად განახლდება მოსწავლის აკადემური მოსწრების, პოზიტიური ქცევისა და სასკოლო პროექტებში ჩართულობის საფუძველზე. 


მიღების პროცესი


მოსწავლეებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამებზე სასწავლო გრანტის მოპოვებით, უნდა გაიარონ შემდგომი ეტაპები:


  1. სააპლიკაციო ფორმის შევსება 

არაუგვიანეს 5 აპრილის, 17:00 საათისა მოსწავლეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, თან დაურთონ სამოტივაციო წერილი (200-დან 400 სიტყვამდე) ინგლისურ ენაზე და 2020-21 და 2021-22 სასწავლო წლების ნიშნების ფურცელი (ნიშნების ფურცლის წარდგენა შესაძლებელია მიღების მომდევნო ეტაპებზეც).

  1. ტესტირება  სკოლის კამპუსზე

სააპლიკაციო ფორმების განხილვის შემდეგ, შერჩეულ მოსწავლეებს გაეგზავნებათ ტესტირების განრიგი. 

ტესტირება ჩატარდება სკოლის კამპუსზე შემდეგ საგნებში: 


მეცხრე და მეათე კლასების მოსწავლეებისთვის (MYP პროგრამა)

ქართული ენა და ლიტერატურა;

ინგლისური ენა;

მათემატიკა; 

ინტეგრირებული საზოგადოებრივი მეცნიერებები ან ინტეგრირებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტი მოსწავლის არჩევანის შესაბამისად.


მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებისთვის (DP პროგრამა)

ქართული ენა და ლიტერატურა;

ინგლისური ენა;

მათემატიკა; 

ქიმია ან ბიოლოგია მოსწავლის არჩევანის შესაბამისად;

ინტეგრირებული საზოგადოებრივი მეცნიერებები ან ინტეგრირებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტი მოსწავლის არჩევანის შესაბამისად.


  1. გასაუბრება

ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით შერჩეულ მოსწავლეებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე აკადემიურ დირექტორთან და შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან. 


გისურვებთ წარმატებას!