ტრენინგი თემაზე “რთული ქცევის მართვა სასწავლო გარემოში”

23 და 24 მარტს თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ციკლის ფარგლებში ადრეული განათლების გუნდს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე – ,,რთული ქცევის მართვა სასწავლო გარემოში” ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოლოგი, საქართველოს კარიტასის განათლების გაძლიერების პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი დემეტრაშვილი. ბრიტანულ-ქართული აკადემია სასწავლო წლის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს თანამშრომელთა პროფესიულ გადამზადებას სხვადასხვა თემატური ერთეულების მიმართულებით.
COBIS-ის ოფიციალური წევრის სტატუსი

ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) ოფიციალური წევრის სტატუსი მიენიჭა. COBIS მსოფლიოში კარგად ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც ბრიტანული განათლების სტანდარტებს 80-ზე მეტ ქვეყანაში ავრცელებს და იცავს. საბჭოში გაწევრიანებით, აკადემიას, 400-ზე მეტ საერთაშორისო სკოლასა და ორგანიზაციასთან ერთად, საშუალება ექნება გაიზიაროს საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკა და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები. ხოლო ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ, ჩაერთონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო კონფერენციებსა […]
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მრავალი აქტივობით აღვნიშნეთ. მთელი დღე მიეძღვნა ამ თემის ირგვლივ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას. დღის ბოლოს მოსწავლეებმა მათ მიერ მოხატული წინდებითა და არტ-აპლიკაციებით სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე, პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. რიცხვი 21 ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, ტრისომიულ მოვლენას. წლევანდელი […]
როგორ ჩაიარა მათემატიკის კვირეულმა აკადემიაში

როგორც იცით, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ხშირად იმართება თემატური კვირეულები. ამჯერად მათემატიკის ენთუზიასტების გასახარად, ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მათემატიკის კვირეულს უმასპინძლა. ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა: • წარმოადგინეს საკუთარი კვლევითი ნაშრომები და ესეები • ერთმანეთი გამოიწვიეს მათემატიკურ კონკურსებსა თუ თავსატეხებში • აღნიშნეს პის დღე (14 მარტს) • იპოვეს სკოლაში სხვადასხვა ადგილას დამალული მათემატიკური თავსატეხები QR კოდებით, რომლებიც წარმატებით ამოხსნეს და […]
ვიზიტი CERN-სა და ჟენევაში

თებერვალი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გასვლითი ღონისძიებებით იყო დატვირთული – ჩვენმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქალაქი ჟენევა და მოინახულეს ბირთვული კვლევების ცენტრი ცერნში. ცერნის ტურის ფარგლებში შევხვდით ცერნში მიმდინარე ერთ-ერთი უდიდესი ექსპერიმენტის, „ატლასიის” ხელმძღვანელ ირაკლი მინაშვილს, რომელმაც მიმდინარე ექსპერიმენტების შესახებ მოგვითხრო. აგრეთვე დაათვალიერეს ინტერაქციული, პრაქტიკული ექსპერიმენტებით სავსე დარბაზები. ჟენევაში ყოფნისას კი ვეწვიეთ წითელი ჯვრისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მუზეუმებს.
რა? სად? როდის?

European Union in Georgia-ის ორგანიზებით, ვაკე-საბურთალოს რაიონის კერძო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” გაიმართა, რომელშიც 140-ზე მეტმა გუნდმა და 850-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. თამაშში ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-10 კლასის გუნდიც იღებდა მონაწილეობას. დაძაბულ და საინტერესო კითხვებს მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი და 1-ელი ადგილიც დაიკავეს. გამარჯვებულებს, დაჯილდოების ცერემონიაზე სიმბოლური “ბროლის ბუები” გადაეცათ საჩუქრად.
სახვითი ხელოვნების გამოფენა

აკადემიაში VII-X კლასელთა მშობლებს მოსწავლეთა ნახატების გამოფენით ვუმასპინძლეთ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პირველი სემესტრის განმავლობაში შექმნილი სხვადასხვა ჟანრსა და ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც შექმნილი იყო წყლის საღებავებით, პასტელებითა და სხვა. მსგავსი ღონისძიებები საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეთა პორტფოლიოსთვის, ასევე, სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობების გასამტკიცებლად.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჩვენი მოსწავლეების საყვარელ მწერალთან, ნილს სიმეონთან ერთად აღვნიშნეთ. ნილს სიმეონი გიორგი მასხარაშვილის ფსევდონიმია, რომელმაც პატარა მკითხველებთან წიგნი “14 კრისტალის თეორია” განიხილა და მათთვის საინტერესო კითხვებსაც უპასუხა პერსონაჟებისა და სიუჟეტების შექმნის პროცესზე. აკადემიაში სხვა საინტერესო აქტივობებიც ჩატარდა – ვიქტორინები, გამოცანები. მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი პრიზებიც.
IB DP საგნების გამოფენა

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის (DP) საგნების გამოფენა გაიმართა, სადაც მოსწავლეებსა და მშობლებს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან შეხვედრის, გასაუბრებისა და სასწავლო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ. საგნების არჩევა IB DP-ის მომავალი სასწავლო განრიგის დასაგეგმადაა აუცილებელი, შესაბამისად, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად და სწორი არჩევნის გასაკეთებლად. საინტერესოს გარდა, ეს პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანიცაა მოსწავლეებისთვის, რადგანაც იმაზეც […]
საგრანტო კონკურსი 2024-2025

საგრანტო პროგრამის დეტალები ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს კონკურსს მერვე, მეცხრე და მეათე კლასების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აქტიური და მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სურთ 2024-25 სასწავლო წლიდან შემოუერთდნენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის სასკოლო საზოგადოებას და სწავლა გააგრძელონ საერთაშორისო პროგრამებზე: კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამაზე IX-X კლასებში და საეთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე XI-XII კლასებში. ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ […]