დეკემბრის საშობაო წარმოდგენები

12 დეკემბერს ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებით საფეხურზე ორი სხვადასხვა საშობაო წარმოდგენა გაიმართა. 0 და პირველი კლასის მოსწავლეებმა მოწვეულ მშობლებს წარუდგინეს საშობაო მიუზიკლი Shine Star, Shine, რომელიც შობის ვარსკვლავის განსაკუთრებულ მისიაზე მოგვითხრობს. მე-2, მე-3 მე-4 კლასებმა კი მიუზიკლი Children of the World დადგეს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ჩინეთში, ირლანდიაში, აშშ-ში და ა.შ) არსებულ საახალწლო ტრადიციებზე გვიყვება. წარმოდგენებმა […]
Book Club — ბრინჯაოს მკითხველების დაჯილდოება

11 დეკემბერს 2-5 კლასების მოსწავლეები ინგლისური წიგნის კლუბის ფარგლებში ბრინჯაოს მკითხველის სერტიფიკატებითა და გულსაკიდებით დაჯილდოვდნენ. კლუბის ფარგლებში მოსწავლეები თავად ირჩევენ ინგლისურენოვან წიგნებს, კითხულობენ და შემდეგ კლუბის ხელმძღვანელთან ერთად მსჯელობენ. ბრინჯაოს სტატუსის მოპოვების შემდეგ მოსწავლეებს წინ ვერცხლისა და ბოლოს ოქროს მკითხველთა დაჯილდოება ელით. აღსანიშნავია, რომ ჩვენს პატარა მკითხველებს დამატებით ვაჯილდოებთ როგორც მონდომებისათვის, ასევე განსაკუთრებული ძალისხმევის გამოჩენისათვის. […]
საქველმოქმედო ინიციატივა რეგიონის სკოლების მხარდასაჭერად

როგორც იცით, შემოდგომის ფესტივალის ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრების ძალისხმევის შედეგად 10 800 ლარი შევაგროვეთ. ამ თანხით სკოლამ სხვადასხვა ტექნოლოგიური აჭურვილობა (პროექტორი, პრინტერი, ხმის გამაძლიერებელი, სინთეზატორი და ა.შ) შეუძინა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლებს, რითაც ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს სწავლების ხარისხისა და ეფექტურობის გაზრდას. ვამაყობთ, რომ ჩვენი მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობის შედეგად სხვა მოსწავლეებსაც […]
Maker Faire ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ British International School of Tbilisi -თან ერთად საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებას, Maker Faire-ს უმასპინძლა. ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 30-ზე მეტ ინტერაქციულ აქტივობაში ჩართულიყვნენ: ემართათ დრონები, მოერგოთ ვირტუალური რეალობის სათვალეები და საკუთარი რობოტებიც შეექმნათ. ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში წვლილი შეიტანეს BGA-ის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, რომლებიც უმცროს მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობისას მხარდაჭერას მოხალისეობრივად უწევდნენ.
BGA-ისა და BIST-ის ერთობლივი გუნდი “რა? სად? როდის?”-ში მეორე ადგილზე გავიდა

SEU-ში ბიზნესის კლუბის ორგანიზებით გამართულ ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?‘’ ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის (BIST)-ის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძო და საჯარო სკოლის 200- მდე მოსწავლე მონაწილეობდა. პირველი ადგილის მფლობელი სსიპ ქ. ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვებულ გუნდებს სპეციალური საჩუქრები გადაეცათ. ჟიურის წევრები საქართველოს […]
შემოდგომის ფესტივალი

ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებითმა საფეხურმა ერთობლივად აღნიშნა შემოდგომის ფესტივალი, რომელიც გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვით დასრულდა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, კვირის განმავლობაში მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა შემოქმედებით და საქველმოქმედო აქტივობებში, როგორებიცაა: ნახატების გამოფენა, ლიტერატურული ესეების მომზადება, გამოყენებული სათამაშოების შეგროვება და საშემოდგომო აქსესუარების დაზადება. 1-ელ ნოემბერს მშობლების მონაწილეობით გაიმართა მოსწავლეების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი ძალისხმევით 10,800 ლარი შეგროვდა. სკოლა ამ […]
25 იანვარი, 2025 — TEDx Lisi Lake

სიხარულით გაცნობებთ, რომ ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ და თბილისის ბრიტანულმა საერთაშორისო სკოლამ TEDxYouth ღონისძიების ჩატარების ლიცენზია მოიპოვეს. ჩვენი პირველი ღონისძიება TEDxLisi Lake 2025 წლის 28 იანვარს გაიმართება. ღონისძიების თემაა Future Forward, ხოლო სპიკერად დარეგისტრირდება შეუძლიათ მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეებს. აპლიკანტების შერჩევის პროცესი ორი ეტაპისგან შედგება. კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ: tatia.oboladze@bga.ge
BGA VS BIST მეგობრული საფეხბურთო მატჩი

ახალი საფეხბურთო სეზონი ბრიტანულ-ქართული აკადემიის გუნდისათვის გამარჯვებით დაიწყო — დაძაბულ თამაშში BIST-ის გუნდი 4:3 დავამარცხეთ. ორივე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მოთამაშეებმა ძალა არ დაიშურეს, რომ ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები გაეხარებინათ. მეგობრული მატჩები შესანიშნავი შესაძლებლობაა მეგობარ სკოლებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. ვამაყობთ ჩვენი ფეხბურთელებით და მომავალში მათგან კიდევ უფრო საინტერესო მატჩებს ველოდებით! View this post on Instagram A […]
BGA-ის მოსწავლის წარმატება UCMAS-ის ეროვნულ ჩემპიონატზე

თბილისში გამართულ UCMAS-ის ეროვნულ ჩემპიონატზე ბრიტანულ-ქართული აკადემიის მეოთხე კლასის მოსწავლემ, დემეტრემ მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი წელს პირველად ჩატარდა და 120 ნიჭიერი მოსწავლე ერთმანეთს გონებრივი არითმეტიკისა და აბაკუსის უნარების გამოვლენაში შეეჯიბრა ერთმანეთს. კონკურსის მონაწილეებმა 8 წუთში 200-მდე დავალება შეასრულეს. პროგრამა საქართველოში 5 წელზე მეტია ოპერირებს და 4-დან 14 წლამდე მოსწავლეებს აერთიანებს. მისი მიზანი ბავშვებში არითმეტიკული, კონცენტრაციის, […]
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

შაბათს, 28 სექტემბერს, ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ კიდევ ერთხელ იყო წარმოდგენილი ილიაუნის ყოველწლიურ სამეცნიერო პიკნიკზე. BGA-ის სამეცნიერო ჯგუფმა, რომელიც მოსწავლეებითა და მასწავლებლებით იყო დაკომპლექტებული, კარავთან შეკრებილ სტუმრებს არაერთი სამეცნიერო ექსპერიმენტი აჩვენა. მათ შორის ყველაზე პოპულარული მაგნიტურ ველში ჭანჭიკების სვეტის გაწონასწორება და ვაკუუმ ბაზუკა აღმოჩნდა. ექსპერიმენტის მონაწილეები ჩართულობისთვის სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ უკვე ტრადიციად ქცეული პიკნიკის მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია […]