ბრიტანულ-ქართული აკადემია გიწვევთ ღია კარის დღეზე

ბრიტანულ-ქართული აკადემია გიწვევთ ღია კარის დღეზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ უფრო ახლოს გაიცნოთ ჩვენი სკოლა, აკადემიური გუნდი და საერთაშორისო სასწავლო პროგრამების მრავალფეროვანი შესაძლებლობები. ღონისძიება მოიცავს: თარიღი და პროგრამები 28 ნოემბერი | 11:00 – 13:00 საათი მიიღეთ დეტალური ინფორმაცია კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამისა და IB სადიპლომო პროგრამის შესახებ: რეგისტრაცია გაიარეთ რეგისტრაცია ღია კარის დღეზე დასასწრებად ბმულზე: https://forms.gle/2tX2bvx6PkjctwS57 არ […]
მოდელირების კონფერენცია CAUMUN 2025 ბრუნდება

18–20 ოქტომბერს საგანმანათლებლო ღონისძიება CAUMUN 2025 (Caucasus Model United Nations) თბილისში კვლავ გაიმართება. წელს კონფერენციას მასპინძლობენ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია (GZAAT) და ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 450-ზე მეტი დელეგატი და 30-ზე მეტი სკოლა. ჩატარების ადგილი: BGA-ისა და GZAAT-ის კამპუსებში, ლისის ტბის მიმდებარედ. ვინ შეუძლია რეგისტრაცია? რეგისტრაცია ღიაა IX-XII კლასების მოსწავლეთათვის. მონაწილეობა სრულად […]
მოსწავლეთა III საერთაშორისო კვლევითი სიმპოზიუმი

12 ივნისს თბილისის ბრიტანულმა საერთაშორისო სკოლამ (BIST) და ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ (BGA) ერთობლივად უმასპინძლეს მესამე საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმს. ღონისძიებამ საკუთარი ნაშრომების გასაცნობად პლატფორმა შესთავაზა რვა გამორჩეულ მოსწავლეს, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ 30-ზე მეტი კანდიდატიდან შეარჩია. წელს სიმპოზიუმი ხუთ დინამიკურ პანელს მოიცავდა საკითხების ფართო სპექტრიდან (ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, STEM, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები). დამატებით, მოსწავლეებმა წარადგილეს შემოქმედებითი […]
გამარჯვება Junior Theater Festival 2025-ზე

ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის საერთაშორისო ბრიტანული სკოლის ერთობლივი დასი ბირმინჰემში გამართული Junior Theater Festival-დან საუკეთესო ქორეოგრაფიის კატეგორიაში ჯილდოთი დაბრუნდა. ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა საერთაშორისო აუდიტორიას Matilda The Musical Jr-დან ამონარიდი წარუდგინეს, რომელსაც პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური და დამსწრე საზოგადოება დიდი აღფრთოვანებით შეხვდა ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეები დაესწრნენ West End-ის ვორქშოფს, ნახეს საკულტო მიუზიკლები და პროფესიონალების მხარდამხარდ მუშაობით დაუვიწყარი […]
საზაფხულო ბანაკი 2025

ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით, 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საზაფხულო ბანაკში, რომელიც 2025 წლის 30 ივნისს დაიწყება და გაგრძელდება 1 აგვისტოს ჩათვლით, ხუთი კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევამდე, დილის 9 საათიდან საღამოს 4:30 საათამდე ინგლისურ ენაზე წარიმართება. საზაფხულო ბანაკის ღირებულება კვირაში 750 ლარს შეადგენს. საფასურში შედის ყველა საჭირო რესურსი, […]
ეკრანდამოკიდებულების გავლენები სწავლა-სწავლების პროცესზე

ეკრანები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ამ კუთხით არც ბავშვები წარმოადგენენ გამონაკლისს. 2020 წლის მონაცემებით 5-111 წლის ბავშვების 80% იყენებს ტაბლეტს, 63% კი — მობილურ ტელეფონს. ბავშვების 65% ინტერნეტს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებად იყენებს, 48% — სათამაშოდ, ხოლო 45%— საგანმანათლებლო საჭიროებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომას თავისი დადებითი მხარეები აქვს, თუმცა ეკრანთან ზედმეტად დიდი დროის გატარებას შეიძლება […]
ბრიტანულ-ქართული აკადემია გიწვევთ ღია კარის დღეებზე

ბრიტანულ-ქართული აკადემია გიწვევთ ღია კარის დღეებზე, სადაც შესაძლებლობა გექნებათ უფრო ახლოს გაიცნოთ ჩვენი სკოლა, აკადემიური გუნდი და საერთაშორისო სასწავლო პროგრამების მრავალფეროვანი შესაძლებლობები. ღონისძიება მოიცავს: ღია კარის დღეების თარიღები და საფეხურები: 1 მაისი | დაწყებითი საფეხურის ღია კარის დღე 11:00 – 13:00 საათი 2 მაისი | საბაზო და საშუალო საფეხურის ღია კარის დღე (6-12 კლასები) 11:00 […]
მოსწავლეთა მესამე საერთაშორისო კვლევითი სიმპოზიუმი

გრძელდება მოსწავლეთა მესამე საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. სიმპოზიუმი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: მათ, ვისაც სახვითი ხელოვნების ან შემოქმედებითი წერის ფარგლებში გსურთ ნამუშევრების წარდგენა, ფორმა შეგიძლიათ ნაშრომების ასატვირთად გამოიყენოთ. შემოქმედებითი ნაშრომის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, ატვირთოთ 10 გვერდიანი მხატვრული ტექსტი ან 3-6 საკუთარი ლექსი ერთ კონკრეტულ თემაზე. სახვითი ხელოვნებით დაინტერესების შემთხვევაში, მივიღებთ 3-6 ნამუშევარს. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება […]
საგრანტო კონკურსი 2025-2026

საგრანტო პროგრამის დეტალები ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს კონკურსს მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აქტიური და მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სურთ 2025-26 სასწავლო წლიდან შემოუერთდნენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის სასკოლო საზოგადოებას და სწავლა გააგრძელონ საერთაშორისო პროგრამებზე: კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამაზე მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში და საეთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე მე-11-მე-12 კლასებში. ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო პროგრამების […]
შეხვედრა 2024 წლის კურსდამთავრებულებთან

ბრიტანულ-ქართული აკადემიის 2024 წლის კურსდამთავრებულებმა მეთერთმეტეკლასელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და საუნივერსიტეტო გზასთან დაკავშირებით რჩევები მისცეს. ჩვენმა 2024 წლის კურსდამთავრებულებმა ისეთი უნივერსიტეტებისგან მიიღეს მოწვევის წერილები და დაფინანსება, როგორებიცაა: Aalto University (ფინეთი), Bocconi University (იტალია), American University of Paris (საფრანგეთი), Constructor University (გერმანია), Drexel University (აშშ), Amherst College (აშშ) და Illinois Institute of Technology (აშშ). შეხვედრაზე კურსდამთავრებულებმა […]