გააზიარე:

Book Club-ის დაჯილდოება

Book Club ბრიტანულ-ქართული აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია, სადაც მოსწავლეები წლის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის წიგნებს ინგლისურ ენაზე კითხულობენ, შემდეგ კი თანატოლებთან ერთად განიხილავენ. წიგნების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოსწავლეების “ხარისხიც”. პირველი ხარისხია – “ბრინჯაოს”, ბოლო კი – “ოქროს”.

წლევანდელ შემაჯამებელ დაჯილდოებაზე ბრინჯაოს მკითხველები დავაჯილდოვეთ, რომლებმაც პირველი სემესტრის განმავლობაში, 7 წიგნი წაიკითხეს. დაჯილდოებას თოვლის ბაბუაც ესწრებოდა, რომელმაც სერტიფიკატებთან ერთად, მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.