BGA VS BIST მეგობრული საფეხბურთო მატჩი

  • კალენდარი
  • BGA VS BIST საფეხბურთო მატჩი

    ახალი საფეხბურთო სეზონი ბრიტანულ-ქართული აკადემიის გუნდისათვის გამარჯვებით დაიწყო — დაძაბულ თამაშში BIST-ის გუნდი 4:3 დავამარცხეთ.

    ორივე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მოთამაშეებმა ძალა არ დაიშურეს, რომ ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები გაეხარებინათ.

    მეგობრული მატჩები შესანიშნავი შესაძლებლობაა მეგობარ სკოლებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. ვამაყობთ ჩვენი ფეხბურთელებით და მომავალში მათგან კიდევ უფრო საინტერესო მატჩებს ველოდებით!

    This site is registered on wpml.org as a development site.