UCMAS-ის ეროვნული ჩემპიონატი
თბილისში გამართულ UCMAS-ის ეროვნულ ჩემპიონატზე ბრიტანულ-ქართული აკადემიის მეოთხე კლასის მოსწავლემ, დემეტრემ მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი წელს პირველად ჩატარდა და 120 ნიჭიერი მოსწავლე ერთმანეთს გონებრივი არითმეტიკისა და აბაკუსის უნარების გამოვლენაში შეეჯიბრა ერთმანეთს. კონკურსის მონაწილეებმა 8 წუთში 200-მდე დავალება შეასრულეს.
პროგრამა საქართველოში 5 წელზე მეტია ოპერირებს და 4-დან 14 წლამდე მოსწავლეებს აერთიანებს. მისი მიზანი ბავშვებში არითმეტიკული, კონცენტრაციის, მეხსიერებისა და ლოგიკური აზროვნების უნარების მცირე ასაკიდანვე განვითარებაა. ბრიტანულ-ქართული აკადემია UCMAS-ის ერთ-ერთი პარტნიორია და ჩვენი 100-ზე მეტი მოსწავლე გადის მენტალური არითმეტიკის პროგრამას.
ვულოცავთ დემეტრეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ!






