“რა? სად? როდის?”
SEU-ში ბიზნესის კლუბის ორგანიზებით გამართულ ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?‘’ ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის (BIST)-ის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძო და საჯარო სკოლის 200- მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
პირველი ადგილის მფლობელი სსიპ ქ. ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვებულ გუნდებს სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
ჟიურის წევრები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრები იყვნენ. პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.


