ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში წელს, დაჯილდოებებთან ერთად, საშობაო სპექტაკლებით ვამთავრებთ ხოლმე. წელს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ორი საშობაო მიუზიკლი წარმოგვიდგინეს -Chritsmas Counts და Baubles.
სპექტაკლები ბეთლემში, შობის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე სხვადასხვა მუსიკალური ნომრით მოგვითხრობს და აკადემიის ყველაზე პატარა წევრების პროფესიონალური ინგლისური შესრულება დიდ სცენაზე, ასობით მაყურებლის წინაშე, მართლაც საოცარი სანახავი იყო
სასიამოვნოა ისიც, რომ ამ პროცესებში მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურადაა ჩართული – იქნებიან ეს მშობლები სახლში გამეორებებით, ინგლისური ენის კათედრა სიტყვების გამართულად წარმოსათქმელად უამრავი ვარჯიშითა და გაკვეთილით და რა თქმა უნდა, ჩვენი საშემსრულებლო ხელოვნების კათედრა, რომელიც დაუღალავად, ყოველკვირეულ რეპეტიციებს ატარებს პატარებთან.

























