დაცვის თანამშრომელი

  • კალენდარი
  • vacancy image
    დაცვის თანამშრომელი
    Full-time
    Tbilisi
    Leo Kvatchadze 17
    clock-icon Full-time
    location-icon Tbilisi
    home-icon Leo Kvatchadze 17
    calendar-icon Deadline: 10 ნოემბერი
    დაცვის თანამშრომელი

    ბრიტანულ-ქართული აკადემია ეძებს გუნდის ახალ წევრს დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

    ფუნქცია-მოვალეობები:

    • სკოლის შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
    • ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი;
    • ღონისძიებების დროს უსაფრთხოების პროცედურების ზედმიწევნით შესრულება და მონიტორინგი;
    • მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და სტუმრების შენობაში შემოსვლა-გასვლის მონიტორინგი და აღრიცხვა;
    • თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
    • სასწავლოს დღის ბოლოს შენობის ინფრასტრუქტურის შემოწმება და მოწესრიგება;
    • საგანგებო სიტუაციების დროს მოსწავლეების, თანამშრომლებისა და შენობაში მყოფი სხვა პირთა დაცვა და მათი ევაკუაციის უზრუნველყოფა.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

    • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
    • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
    • დეტალებზე ორიენტიერებულობა და ორგანიზებულობა.

    აპლიკაციის მიღების პროცედურა:

    დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ან/და შევსებული სააპლიკაციო

    ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 10 ნოემბრისა. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება „დაცვის თანამშრომელი“. გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები.

     

    ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის  შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.

    ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის” ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 

    დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშავოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის.

    თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

    სააპლიკაციო ფორმა
    clock-icon Full-time
    location-icon Tbilisi
    home-icon Leo Kvatchadze 17
    calendar-icon ვადა: 10 ნოემბერი
    This site is registered on wpml.org as a development site.