ბრიტანულ-ქართული აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს სატრანსპორტო მომსახურებას სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ავტობუსებით, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს. ტრანსპორტირების სერვისი განკუთვნილია 1-ლიდან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ თბილისის ცენტრალურ ნაწილში და დამატებით იხდიან ტრანსპორტირების გადასახადს. სკოლამდელი განათლების ცენტრის მოსწავლეებს, რომლებსაც ჰყავთ უფროსი და ან ძმა, ასევე შეუძლიათ სკოლის სატრანსპორტო სერვისით სარგებლობა. ტრანსპორტის მომსახურების ფასში შედის მოსწავლის დანიშნულების ადგილიდან სკოლამდე და უკან მგზავრობა. დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, შესაძლებელია ტრანსპორტირების სერვისით იმ მოსწავლეების უზრუნველყოფაც, რომლებიც ცხოვრობენ თბილისის ცენტრალური უბნებიდან მოშორებით. დანიშნულების ადგილიდან მოსწავლეების ჩასხდომა ავტობუსში 7:45 საათზე იწყება. ჩასხდომის დრო დამოკიდებულია ავტობუსის მარშრუტსა და ჩასხდომის ადგილის მდებარეობაზე. ავტობუსები სკოლიდან გადის 16:30 საათზე, კლასგარეშე აქტივობების დასრულების შემდეგ. მოთხოვნის შემთხვევაში, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, შესაძლოა, გამოიყოს ადრეული სატრანსპორტო სერვისი, რომელიც სკოლიდან 15:30 საათზე, აკადემიური დღის დამთავრებისთანავე გავა. მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ ადრეული ან გვიანი სატრანსპორტო მომსახურება სასწავლო წლის დასაწყისში. ბრიტანულ-ქართული აკადემიის 10-30 ადგილიანი ავტობუსები განკუთვნილია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის და აღჭურვილია უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ინდივიდუალური უსაფრთხოების ღვედით, სავარძლების მყარი საზურგით, საავარიო გასასვლელებით, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით, პირველადი დახმარების კომპლექტითა და მძღოლისათვის 360°-იან სარკით. ავტობუსებს ასევე გააჩნია სპეციალური ციმციმები და შემაკავებელი ნიშანი, რომელიც ავტობუსში ბავშვის ჩასხდომის და მისი ავტობუსიდან გადმოსვლის დროს აქტიურდება. ავტობუსის მძღოლებს გავლილი აქვთ საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების სპეციალური სწავლება. გარდა ამისა, სპეციალური კამერა აკონტროლებს თითოეული მოსწავლის ავტობუსში უსაფრთხოდ ჩასხდომასა და ავტობუსიდან ჩამოსვლას.