წლებია, აკადემიაში წლის ბოლოს, შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონია ტარდება, სადაც საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს პირველი სემესტრის სხვადასხვა მიღწევისთვის ვასაჩუქრებთ. ღონისძიება მოსწავლეებს განსაკუთრებულად უყვართ.
ჯილდოებს აკადემიური დირექტორი და მმართველი გუნდი სხვადასხვა კატეგორიაში გასცემს, მათ შორისაა სერტიფიკატები აკადემიური მიღწევებისთვის, აკადემიის სამი ძირითადი ღირებულებისთვის – პატივისცემა, პასუხისმგებლობა, შეუპოვრობა და სხვა.
ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ნომინაცია კი აკადემიური დირექტორის ჯილდოა, რომელიც მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებაში შეტანილი ზოგადი წვლილისთვის გადაეცემათ.








