ღია ცის ქვეშ აქტივობები
ღია ცის ქვეშ გაკვეთილები და აქტივობები მოზარდებს თავდაჯერებულობის და ლიდერობის უნარების გამომუშავებაში უწყობს ხელს. ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ არსებული გარემო მრავალმხრივ შესაძლებლობებს იძლევა. ბუნებრივი ტბა, რომელიც მთებს შორის, ქალაქის თავზე მდებარეობს, უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ბავშვებისთვის, აღმოაჩინონ და შეისწავლონ გარემო. ამას გარდა, მოსწავლეებს სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ: მთის ველოსიპედებით გასეირნება, მარათონში და ლაშქრობაში მონაწილეობა. ტბა და მის გარშემო არსებული გარემო შესანიშნავი ადგილია სამეცნიერო დაკვირვების წარმოებისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და გეოგრაფიის დარგში, ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად საჭირო ინსპირაციისთვის და სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის.
ბრიტანულ-ქართული აკადემია არ შემოიფარგლება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიით და საქართველოს მასშტაბით გეგმავს ლიდერობის ბანაკებსა და სხვა გასვლით ღონისძიებებს ბუნებაში.