სკოლის ღონისძიებები
ასამბლეები
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, თვეში ერთხელ, ყველანი ერთად ვიკრიბებით ასამბლეის ჩატარების მიზნით. თითოეული ასამბლეა უკავშირდება კონკრეტულ საკითხს, რაც შეიძლება იყოს: ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის, კომპიუტერული მეცნიერების, წიგნის კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიება. ასევე, ასამბლეის მეშვეობით ვზეიმობთ ჩვენს საერთო წარმატებას და მოსწავლეები ჯილდოვდებიან პერსონალური და ჯგუფური დამსახურებების შესაბამისად. ასამბლეების ყველაზე მნიშვნელოვანი დატვირთვა კი სასკოლო საზოგადოების ერთიანობის განცდის განმტკიცებაა.
ღონისძიებები
სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობას ეძლევათ. ასეთი ღონისძიებები გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და საზეიმო განწყობით. მათი ჩამონათვალი კი გახლავთ: პროფესიონალურ სცენაზე დადგმული მიუზიკლები და სპექტაკლები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, კულტურული მრავალფეროვნების კვირეულები, მათ შორის მოსწავლეების ინიციატივით დაგეგმილი და განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიება.
აკადემიის ღონისძიებები:
- კომპიუტერული მეცნიერების კვირეული
- კულტურული მრავალფეროვნების კვირეული
- მათემატიკის კვირეული
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვირეული
- წიგნის კვირეული
- მიუზიკლები და სპექტაკლები
- ჩაგვრასთან (ბულინგთან) ბრძოლის კვირეული
- სასწავლო ოლიმპიადები
- საქველმოქმედო და სამოქალაქო აქტივობები
- სპორტული შეჯიბრებები ფეხბურთში, რაგბში, კალათბურთში, (მაგიდის) ჩოგბურთში, ჭადრაკში
- მოსწავლეების ინიციატივით დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიება