ზოგადი ინფორმაცია
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მიგვაჩნია, რომ ბავშვებისთვის, მრავალმხრივი სასკოლო გამოცდილების მიღების მიზნით, მნიშვნელოვანია საკლასო ოთახებს მიღმა აქტივობებში მონაწილეობა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დახურული და ღია სივრცეები, ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორია გამოვიყენოთ, რათა მოსწავლეებს არაფორმალურ გარემოში ერთმანეთთან სოციალიზაციის საშუალება ჰქონდეთ.
აკადემიის მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასგარეშე აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს, რის საფუძველზეც ბავშვებს საკუთარი ინტერესების შესაბამის თემატურ კლუბებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ (სპორტი, მეცნიერება, პროგრამირება, ხელოვნება და სხვა). მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და სპექტაკლებს, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები თავიანთ შესაძლებლობებს მოსინჯავენ სიმღერაში, ცეკვასა და სამსახიობო ოსტატობაში; კონკრეტული საგნის ან თემისადმი მიძღვნილი კვირეულების ფარგლებში, მოსწავლეები ამჟღავნებენ მათემატიკურ და სხვა მეცნიერებებთან დაკავშირებულ ცოდნას; მონაწილეობენ სასკოლო და სკოლის მიღმა დაგეგმილ სპორტულ შეჯიბრებებში; ჩართულები არიან ხელოვნებასთან, დებატებთან და კომპიუტერულ პროგრამირებასთან დაკავშირებულ აქტივობებში, რომელთა ერთობლიობაც ქმნის ბრიტანულ-ქართული აკადემიის კლასგარეშე პროგრამას.
ლისის ტბა აკადემიისთვის გახლავთ საოცარი რესურსი, რომელიც ხშირად გამოყენებულია სახალისო-შემეცნებითი სამეცნიერო ექსპედიციებისთვის, სპორტული ღონისძიებებისთვისა და ღია ცის ქვეშ სწავლისთვის. ამას გარდა, მოსწავლეებს სხვადასხვა საველე გასვლაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ.