საზაფხულო ბანაკი 2024

  • კალენდარი
  • საზაფხულო ბანაკი 2024

    ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით,  4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ საზაფხულო ბანაკში, რომელიც 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, სამი კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევამდე, დილის 9 საათიდან საღამოს 4:30 საათამდე ინგლისურ ენაზე წარიმართება.

    საზაფხულო ბანაკის ღირებულება კვირაში 550 ლარს შეადგენს. საფასურში შედის ყველა საჭირო რესურსი, ლანჩი, სამხარი და ექსკურსია. მოსწავლეთა ყოველდღიური ტრანსპორტირების უზრუნველყოფა არ ხდება.

    საზაფხულო ბანაკში ადგილები შეზღუდულია.

    საზაფხულო ბანაკის სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც მოსწავლეების კრეატიული აზროვნების განვითარებასა და ინტერაქტიული სწავლების მეთოდებზეა დაფუძნებული.

    საზაფხულო ბანაკის აქტივობებია: რობოტიკა, მზარეულობა, ცურვა, STEM (მეცნიერება, ტექნიკა, ინჟინერია და მათემატიკა), კარატე, კედელზე ცოცვა, მუსიკა, მუსიკალური ინსტრუმენტები, ხელოვნება და ხელგარჯილობა, ზუმბა, სპორტი, ლეგო, ექსკურსია

    ყოველკვირეული თემები მოიცავს:
    1 კვირა – ხელნაკეთობები
    2 კვირა – წარმოსახვა
    3 კვირა – ბუნება

    ბანაკთან დაკავშირებით არსებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე:  la@bga.ge

    რეგისტრაციის ფორმასა და რეკვიზიტებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

    This site is registered on wpml.org as a development site.