საგრანტო კონკურსი 2025-2026
საგრანტო პროგრამის დეტალები
ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს კონკურსს მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აქტიური და მოტივირებული მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სურთ 2025-26 სასწავლო წლიდან შემოუერთდნენ ბრიტანულ-ქართული აკადემიის სასკოლო საზოგადოებას და სწავლა გააგრძელონ საერთაშორისო პროგრამებზე: კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამაზე მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში და საეთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამაზე მე-11-მე-12 კლასებში.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ბმულზე.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის გრანტის სრული მოცულობა შეადგენს ორას ორმოცდაათიათას დოლარს (250 000$) და გადანაწილდება კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ მოსწავლეზე სწავლის გადასახადის დასაფინანსებლად. საგრანტო კონკურსის ფინალისტები მიიღებენ 30%-დან 100% მდე ოდენობის გრანტს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, გარდა ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებისა.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნესბისმიერ მოსწავლეს, რომელიც 2025-26 სასწავლო წელს იქნება მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასში და რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და მოტივაცია ჩაერთოს ბრიტანულ-ქართული აკადემიის მრავალფეროვანი გამოწვევებით სავსე სასკოლო ცხოვრებაში.
სასწავლო გრანტი განკუთვნილია აკადემიაში სწავლის მთელ პერიოდზე და ყოველწლიურად განახლდება მოსწავლის აკადემური მოსწრების, პოზიტიური ქცევისა და სასკოლო პროექტებში ჩართულობის საფუძველზე.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, გარდა ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებისა.
მიღების პროცესი
მოსწავლეებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბრიტანულ-ქართული აკადემიის საერთაშორისო პროგრამებზე სასწავლო გრანტის მოპოვებით, უნდა გაიარონ შემდგომი ეტაპები:
- სააპლიკაციო ფორმის შევსება – https://forms.gle/TaUVTeq1GoLrB9xP7
არაუგვიანეს 28 მარტის, 17:00 საათისა მოსწავლეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, თან დაურთონ სამოტივაციო წერილი (200-დან 400 სიტყვამდე) ინგლისურ ენაზე.
- ტესტირება სკოლის კამპუსზე
სააპლიკაციო ფორმების განხილვის შემდეგ, შერჩეულ მოსწავლეებს გაეგზავნებათ ტესტირების განრიგი. მოსწავლემ თან უნდა იქონიოს 2023-24 და 2024-25 (I სემესტრის) სასწავლო წლების ნიშნების ფურცელი.
ტესტირება ჩატარდება სკოლის კამპუსზე შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- მათემატიკა;
- ინგლისური;
- CAT4.
- გასაუბრება
ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით შერჩეულ მოსწავლეებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე აკადემიურ დირექტორთან, შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან და მოსწავლეთა მიღების დირექტორთან.
გისურვებთ წარმატებას!