ჩვენი თანამედროვე კამპუსი, რომელიც 15,000 კვ/მ-ზეა განთავსებული, ქალაქ თბილისის თავზე, ლისის ტბის მახლობლად მდებარეობს. აკადემიის შენობის პროექტირებისას, გათვალისწინებულ იქნა არქიტექტურული გეგმარების მოდერნული ელემენტები, რაც სწავლისა და სწავლების პროცესის ინოვაციური მეთოდოლოგიით წარმართვის შესაძლებლობას იძლევა.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის საშუალო საფეხურზე სწავლება სრულად ინგლისურია და Cambridge Upper Secondary-ის კურიკულუმს ეფუძნება. ეს პროგრამა იდეალურია მრავალფეროვანი ინტერესებისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო განათლების მიღების სურვილი აქვთ.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის საშუალო საფეხურის პროგრამა განკუთვნილია შრომისმოყვარე, მიზანდასახული მოსწავლეებისათვის და ამზადებს მათ დამამთავრებელ საფეხურზე საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა IBDP-სთვის.
Cambridge Upper Secondary-ის დაბალანსებული კურიკულუმი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწვალეებს განათლების დამამთავრებელ საფეხურზე საგნების არჩევანის ინფორმირებულად გაკეთების საშუალებას აძლევს.
კურსის ბოლოს, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ კემბრიჯის IGCSE-ის გარე გამოცდებზე. გამოცდებზე მიღებული მაღალი შედეგები ზრდის სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრისა და დაფინანსების მიღების შანსებს.