როგორც იცით, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ხშირად იმართება თემატური კვირეულები. ამჯერად მათემატიკის ენთუზიასტების გასახარად, ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მათემატიკის კვირეულს უმასპინძლა.
ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა:
• წარმოადგინეს საკუთარი კვლევითი ნაშრომები და ესეები
• ერთმანეთი გამოიწვიეს მათემატიკურ კონკურსებსა თუ თავსატეხებში
• აღნიშნეს პის დღე (14 მარტს)
• იპოვეს სკოლაში სხვადასხვა ადგილას დამალული მათემატიკური თავსატეხები QR კოდებით, რომლებიც წარმატებით ამოხსნეს და პრიზებიც დაიმსახურეს.
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და მასწავლებლებს, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ მათემატიკის სწავლა მართლა სახალისოა.