პრაქტიკული სესია მასწავლებლებისთვის

  • კალენდარი
  • პრაქტიკული სესია მასწავლებლებისთვის – Talk for Writing

    21 მაისს დაწყებითი საფეხურისა  და სკოლამდელი განათლების ცენტრის მასწავლებლები დაესწრნენ პრაქტიკულ სესიას — Talk for Writing, რომელსაც თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის წიგნიერების კოორდინატორი საიმონ რუნი უძღვებოდა. 

    სესიაზე ყურადღება გამახვილებული იყო საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მიდგომაზე Talk For Writing მოსწავლეებში წიგნიერების გასაუმჯობესებლად.

    წერითი უნარებისათვის საფუძვლის ჩაყრა საუბრის გზით

    საუბარი წერისთვის მიდგომის თანახმად, იმისთვის, რომ ბავშვმა წეროს, ჯერ ამბის თხრობა უნდა ისწავლოს. სემინარზე განხილული იყო წიგნიერების გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების თავისებურებები, პრაქტიკული მაგალითები და ტექნიკები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია წინადადების სტრუქტურის, გრამატიკისა და ლექსიკის მყარი საფუძვლის შექმნა. ეს კი მოსწავლეებს თავდაჯერებულობას შესძენს წერა-კითხვის მარტივად და სწრაფად დასაუფლებლად.

    ბრიტანულ-ქართული აკადემიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი  ამოცანა ბავშვებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნაა, სადაც სწავლა საინტერესო და სახალისოა. აკადემიის თითოეული საფეხურის მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ განვითარებაზე, საერთაშორისოდ აღიარებული ახალი მეთოდების შესწავლასა და სამუშაო პრაქტიკაში დანერგვაზე. 

    This site is registered on wpml.org as a development site.