გააზიარე:

მოსწავლეთა მესამე საერთაშორისო კვლევითი სიმპოზიუმი

გრძელდება მოსწავლეთა მესამე საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია.

სიმპოზიუმი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 

  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • გამოყენებითი და თეორიული მეცნიერებები;
  • მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერები;
  • სახვით და გამოყენებით ხელოვნება;

მათ, ვისაც სახვითი ხელოვნების ან შემოქმედებითი წერის ფარგლებში გსურთ ნამუშევრების წარდგენა, ფორმა შეგიძლიათ ნაშრომების ასატვირთად გამოიყენოთ. შემოქმედებითი ნაშრომის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, ატვირთოთ 10 გვერდიანი მხატვრული ტექსტი ან 3-6 საკუთარი ლექსი ერთ კონკრეტულ თემაზე. სახვითი ხელოვნებით დაინტერესების შემთხვევაში, მივიღებთ 3-6 ნამუშევარს. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებს. დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი ფორმა და დაურთოთ თქვენი ნაშრომის მოკლე თეზისი (250-300 სიტყვა).  

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 20 აპრილი.

დასარეგისტრირებლად შეავსეთ ფორმა და დაურთეთ ნაშრომის მოკლე თეზისი (250-300 სიტყვა) ➣ https://forms.gle/Am27frL2Lnq8vH1M8

სიმპოზიუმი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: symposium@bga.ge.